понедельник, 9 февраля 2009 г.

მაგთი-ფიქსი


მაგთი ფიქსი - ყველა საჯარო სკოლას
2009 წლის 3 თებერვალს, სამშაბათს 12:00-ზე, თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში მოეწყობა პრეზენტაცია პროექტისა "მაგთი ფიქსი - ყველა საჯარო სკოლას".მაგთიკომი აგრძელებს განათლების სისტემის თანადგომას და ამჯერად მთელი საქართველოს მასშტაბით 2 000-ზე მეტ საჯარო სკოლასა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს უფასოდ გადასცემს მაგთი ფიქსის უსადენო ტელეფონს. 2009 წლის თებერვლიდან მაგთის ინიციატივით მაგთი ფიქსი გახდება ხელმისაწვდომი კომუნიკაციის საშუალება სკოლებისათვის, რაც განსაკუთრებით გაამარტივებს მათ შორის ურთიერთკავშირს, დაბალი ტარიფით დააკავშირებს მათ საქართველოს ნებისმიერ ფიქსირებულ სატელეფონო ქსელთან, ასევე მისცემს შანსს ყველაზე იაფი ტარიფით ესაუბრონ მაგთისა და ბალის 1 900 000 აბონენტს, ისარგებლონ საქართველოში ყველაზე დაბალი საერთაშორისო ტარიფებით, არ გადაიხადონ სააბონენტო გადასახადი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ანგარიში შეავსონ მარტივად, მონო-ბარათით, ან გადარიცხვით. სკოლებისათვის მაგთი ფიქსის ტელეფონების მიწოდებას უზრუნველყოფს მაგთიკომი. უკვე რამდენიმე წელია მაგთიკომი გვერდში უდგას განათლების სფეროს: გვაქვს პედაგოგთა, მოსწავლეთა, სტუდენტური კლუბები და ყოველთვიურად კლუბის წევრებისთვის დაწესებულია გარკვეული შეღავათები და ბონუს-წუთები. ასევე, 2 წელია მაგთიკომი თანამშრომლობს ეროვნულ საგამოცდო ცენტრთან და 2008 წლის ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე 12 სტუდენტი დავაჯილდოვეთ ფულადი პრემიებით. მაგთიკომი აგრძელებს ზრუნვას აბონენტებზე, რომლებიც განათლების სფეროში არიან დაკავებულნი და ამჯერად მაგთი ფიქსის საშუალებით, უზრუნველყოფს მათ მაღალხარისხიანი კომუნიკაციითა და ხელმისაწვდომი ტარიფებით

Комментариев нет: