вторник, 23 декабря 2008 г.

ოქროს ანაბარი


თქვენი დანაზოგი ოქროს გარანტიით

2008 წლის 17 დეკემბრიდან თიბისი ბანკი
მომხმარებელს ახალ, უნიკალურ ვადიან ანაბარს – ,,ოქროს ანაბარს ‘’ სთავაზობს. ოქროს ანაბრის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს,
რომ თიბისი ბანკი ანაბრის დამატებით საიმედოობას შეძენილი ოქროთი უზრუნველყოფს.
საუკუნეების განმავლობაში ოქრო წარმოადგენდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მყარ ვალუტას, რომლის ფასი მუდმივად იზრდებოდა. ამას ადასტურებს ბოლო წლებში მისი გაორმაგებული ღირებულება, რომელმაც 2008 წლის ბოლოს თავის პიკს, 1 უნციაზე 1,000 დოლარს მიაღწია. ექსპერტების ვარაუდით, მიუხედავად მსოფლიო ფინანსური კრიზისისა, და სწორედ ამ კრიზისიდან გამომდინარე, ოქროს ფასი გაიზრდება უახლოესი თვეების განმავლობაში. “ოქროს ანაბარი“ არის ვადიანი ტიპის ანაბარი, რომელიც დაზღვეულია ოქროთი. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად და ანაბრის დამატებითი საიმედოობისათვის, თიბისი ბანკი ანაბარს “ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე” შეძენილი ოქროთი გაამყარებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ «ოქროს ანაბრის» მფლობელი საიმედოობის დამატებით გარანტიებთან ერთად, ოქროს ფასის ზრდის შემთხვევაში გაზრდილი საპროცენტო სარგებლის მიღებას შეძლებს. ოქროს ანაბარზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია ოქროს ფასის ცვლილებაზე და შეადგენს: ფასის ზრდის შემთხვევაში 16%- მდე, ხოლო მისი კლების შემთხვევაში - გარანტირებულ წლიურ 9%-ს.
“ოქროს ანაბრის” ვადა 1 წელია და მისი გახსნა შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს - 500 აშშ დოლარის დანაზოგით. საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხდება ანაბრის ვადის გასვლისას. „ოქროს ანაბარი“ დამატებითი საიმედოობისათვის უზრუნველყოფილია ოქროთი. ამიტომ, თუმცა ამ ანაბრის გარანტირებული წლიური სარგებელი 9%-ია, რაც 2%-ით ნაკლებია ჩვეულებრივ ერთ წლიან ვადიან ანაბართან შედარებით, ოქროს ფასის ზრდასთან ერთად მომხმარებელს საშუალება ექნება მიიღოს უპრეცედენტოდ მაღალი 16%- მდე განაკვეთი აშშ დოლარში.

პედაგოგების სამედიცინო დაზღვევას ათი კომპანია უზრუნველყოფს

საჯარო სკოლების მასწავლებლების, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის და სხვა სასწავლებლების პედაგოგების სამედიცინო დაზღვევას ათი კომპანია უზრუნველყოფს

2008 წლის 23 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.დაზღვევის ექვსწლიანი სადაზღვევო პროგრამისთვის 80 ათასამდე ბენეფიციარისთვის 2009 წელს ბიუჯეტში 19,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.სადაზღვევო ვაუჩერის მიღების შემდეგ საჯარო სკოლის მასწავლებლები, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი და სხვა სასწავლებლების პედაგოგები შეარჩევენ სასურველ სადაზღვევო ორგანიზაციას. ახალი წლიდან პედაგოგებს ათი სადაზღვევო კომპანია დააზღვევს. ესენია: ”ალდაგი-ბი-სი-აი”, ”იმედი-L international”, ”ჯი-პი-აი ჰოლდინგი”, ”ირაო”, ”სახალხო დაზღვევა”, ”არქიმედეს გლობალ ჯორჯია”, ”ტაო”, ”ვესტი”, ”ქართუ”, ”აი სი ჯგუფი”. ვაუჩერის მფლობელები სადაზღვევო ორგანიზაციის შერჩევის პროცესში თავისუფალნი არიან თავიანთ არჩევანში. მიუღებელია რაიმე სახით ჩარევა ან ზემოქმედება ბენეფიციარის მიერ თავისუფალი არჩევანის გაკეთების პროცესზე დაწესებულებების ადმინისტრაციებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა მიერ. ბრიფინგზე ბ-მა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა სკოლებში თანხის აგროვებასთან და სადაზღვევო კომპანიების არჩევისას სკოლების ადმინისტრაციების და სხვა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან პედაგოგებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. დღეიდან განათლების და მეცნიერების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სპეციალური ცხელი ხაზი ამოქმედდება.მინისტრმა განაცხადა, რომ საჯარო სკოლებში ყველა სახის კომუნალურ გადასახადს ფარავს და მომავალშიც დაფარავს სახელმწიფო. თუ სადმე ტექნიკური შეფერხებებია, სამინისტროს მხრიდან რეაგირება დაუყოვნებლივ ხდება. ,,ჩვენთვის ცნობილი ხდება და კატეგორიულად მიუღებელია ის ფაქტი, რომ ზოგიერთ სკოლაში მიმდინარეობს თანხების აკრეფა კომუნალური, სარემონტო და სხვა სახის საჭიროებებისთვის. გენერალური ინსპექცია გადაამოწმებს ყველა ასეთ ინფორმაციას და მოხდება სათანადო რეაგირება კანონის ფარგლებში”, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ. გთხოვთ, ყველა ამ ტიპის შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოთ სამინისტროს გენერალური ინსპექციას, ცხელ ხაზზე 43 88 11, 43 88 09.

пятница, 19 декабря 2008 г.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებელთა საყურადღებოდ!

მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისთვის, პროგრამის განმხორციელებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებისათვის პროგრამის/პროგრამების აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენის ვადა განისაზღვრა 2008 წლის 8 დეკემბრიდან 2008 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანება 50