пятница, 31 октября 2008 г.


სკოლების ინფორმაციული მენეჯერების გადამზადების კურსი

2008 წლის სექტემბრიდან დაიწყო სკოლების ისტ მენეჯერების გადამზადების პროგრამა. ამა წლის 15 ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, პირველ ეტაპზე სხვადასხვა რეგიონის დაახლოებით 100-მდე საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი აიმაღლებს ცოდნას ოპერაციული სისტემის - LINUX-ის ადმინისტრირებისა და ტექნიკური მხარდაჭერის საკითხში. გადამზადებული ისტ მენეჯერების ეფექტური მუშაობის შედეგად ასამდე საჯარო სკოლის კომპიუტერული კლასი მუდმივად იქნება სათანადოდ მომზადებული საგაკვეთილო პროცესებისათვის და ხელს შეუწყობს სკოლის მიზნების განხორციელებას. ტრენინგის ბენეფიციარები ხუთი დღის განმავლობაში მოისმენენ ოპერაციული სისტემის ინსტალირების, ლოკალური ქსელების ადმინისტირებისა და პერიფერიული აპარატურის ინსტალაციისა და მათი შემდგომი უზრუნველყოფის ინსტრუქციებს.ეს ტრენინგ პროგრამა მომზადებულია საქართველოს სამეცნიერო საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციის ”GRENA”-ს მიერ ფონდის სპეციალური მოთხოვნის საფუძველზე. 2008 წლის 15 ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით აღნიშნულ ტრეინინგებში მონაწილე სკოლების ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ. 2009 წლიდან განახლდება აღნიშნული ტრენინგის განხორციელება და იანვარში გამოქვეყნდება მონაწილე სკოლების ჩამონათვალი.