вторник, 23 декабря 2008 г.

ოქროს ანაბარი


თქვენი დანაზოგი ოქროს გარანტიით

2008 წლის 17 დეკემბრიდან თიბისი ბანკი
მომხმარებელს ახალ, უნიკალურ ვადიან ანაბარს – ,,ოქროს ანაბარს ‘’ სთავაზობს. ოქროს ანაბრის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს,
რომ თიბისი ბანკი ანაბრის დამატებით საიმედოობას შეძენილი ოქროთი უზრუნველყოფს.
საუკუნეების განმავლობაში ოქრო წარმოადგენდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მყარ ვალუტას, რომლის ფასი მუდმივად იზრდებოდა. ამას ადასტურებს ბოლო წლებში მისი გაორმაგებული ღირებულება, რომელმაც 2008 წლის ბოლოს თავის პიკს, 1 უნციაზე 1,000 დოლარს მიაღწია. ექსპერტების ვარაუდით, მიუხედავად მსოფლიო ფინანსური კრიზისისა, და სწორედ ამ კრიზისიდან გამომდინარე, ოქროს ფასი გაიზრდება უახლოესი თვეების განმავლობაში. “ოქროს ანაბარი“ არის ვადიანი ტიპის ანაბარი, რომელიც დაზღვეულია ოქროთი. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად და ანაბრის დამატებითი საიმედოობისათვის, თიბისი ბანკი ანაბარს “ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე” შეძენილი ოქროთი გაამყარებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ «ოქროს ანაბრის» მფლობელი საიმედოობის დამატებით გარანტიებთან ერთად, ოქროს ფასის ზრდის შემთხვევაში გაზრდილი საპროცენტო სარგებლის მიღებას შეძლებს. ოქროს ანაბარზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია ოქროს ფასის ცვლილებაზე და შეადგენს: ფასის ზრდის შემთხვევაში 16%- მდე, ხოლო მისი კლების შემთხვევაში - გარანტირებულ წლიურ 9%-ს.
“ოქროს ანაბრის” ვადა 1 წელია და მისი გახსნა შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს - 500 აშშ დოლარის დანაზოგით. საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხდება ანაბრის ვადის გასვლისას. „ოქროს ანაბარი“ დამატებითი საიმედოობისათვის უზრუნველყოფილია ოქროთი. ამიტომ, თუმცა ამ ანაბრის გარანტირებული წლიური სარგებელი 9%-ია, რაც 2%-ით ნაკლებია ჩვეულებრივ ერთ წლიან ვადიან ანაბართან შედარებით, ოქროს ფასის ზრდასთან ერთად მომხმარებელს საშუალება ექნება მიიღოს უპრეცედენტოდ მაღალი 16%- მდე განაკვეთი აშშ დოლარში.

Комментариев нет: