воскресенье, 8 февраля 2009 г.

დავითობა

8 თებერვალს საქართველოში დავითობა - მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნება, როგორც "ახალი ამბები - საქართველოს" ქვეყნის საპატრიარქოში აცნობეს, საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.
აღასანიშნავია ასევე რომ დღეს, დავით აღმაშნებლის ხსენბეის დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ქართული სამეფო დინასტიის შთამომავლთა – დავით ბაგრატიონ–მუხრანელისა და ანა ბარატიიონ გრუზინსკის ჯვრისწერის ცერემონია გაიმართება.
დავით IV აღმაშენებელი (დაიბადა 1073, ქუთაისი - გარდაიცვალა 24 იანვარი. 1125), საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.
დავითი, გიორგი II–სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა მოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამასი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 წლის ძე გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებაზე და სახელმწიფო საქმეში გათვიცნობიერებულობაზე უნდა მეტყველებდეს.
ისტორიაში დამკვიდრდა ხალხისგან შერქმეული უბრწყინვალესი ზედსახელით – “აღმაშენებელი» და ტიტულატურით – “მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშაჰ და შაჰინშაჰ და ყოვლის აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობით მპყრობელთა”. მისი სახელი შერჩა ქართულ ხმალს (“დავითფერული”) და ქართულ დროშას (“დავითიანი”). დავით აღმაშენებელს ეკუთვნის მშვენიერი პოეტური ქმნილება - “გალობანი სინანულისანი”.დავით მეოთხე აღმაშენებელი გარდაიცვალა 1125 წლის 26 იანვარს. გამეფდა 16 წლისა, იმეფა 36 წელიწადს, აღესრულა 53 წლისა. დაკრძალეს ქუთაისში, მისგანვე აგებულ გელათის ტაძარშია. -

Комментариев нет: