საქართველოს საჯარო სკოლების ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების პროექტის
ბოლო ნაკადი 2008 წელს
მთავრდება დეკემბრის (სამ-კვირიან) ტრენინგ–კურსში მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.
ტრენინგს შეიძლება დაესწროს თითო სკოლიდან ერთი ისტ მენეჯერი და რომელიმე საგნის ორი მასწავლებელი, რომლებსაც აქვთ კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული უნარ-ჩვევები.
კურსი სამი შაბათ-კვირა გაგრძელდება. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ:
საგანმანათლებლო ისტ პროექტების სტრუქტურა iEARN პროექტების მაგალითზე;
ინტერნეტ-ფორუმებისა და ბლოგების ფორმატი;
საგანამანათლებლო ტექნიკა ”მე-ვიკვლევ” ბლოგების (web 2.0) გამოყენებისთვის.
ისინი შეძლებენ:
გაუზიარონ გამოცდილება და დაეხმარონ კოლეგებს სხვადასხვა საგნის პედაგოგებს მარტივი ისტ პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ფორუმებისა და ბლოგების მეშვეობით.
წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ კურსის დამთავრების სერტიფიკატი;
”ირმის ნახტომის მიერ” მოხდება განსაკუთრებით წარმატებული ისტ მენეჯერების დაჯილდოება ToT (ტრენინგი ტრენერებისთვის) კურსზე კვალიფიცირებულ საკონსულტაციო ორგანიზაციაში უფასოდ დასწრების ნებართვის მოწმობებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий